პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4  მსჯავრდებული ქალია" - აცხადებს ადმინისტრაცია.

კომენტარები