სარა ჯესიკა პარკერი

სარა ჯესიკა პარკერი ფეხსაცმლის მაღაზიაში მომხმარებლებს მოემსახურა

people.com

53 წლის მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა ნიუ იორკში ფეხსაცმლის საკუთარი ბრენდის SJP-ს პირველი მაღაზია გახსნა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავი მომხმარებლებს თავად მოემსახურა.

"მიყვარს მომხმარებელთან შეხვედრა და მათზე ზრუნვა. საინტერესოა მათთან საუბარი"- თქვა PEOPLE-თან მაღაზიის გახსნამდე.

ცნობისთვის, SJP-ს ბრენდის მაღაზიები არის ასევე ლოს-ანჯელესსა და ბერლინშიც.

კომენტარები