ევროკავშირი

ევროპის პარლამენტი უნგრეთის წინააღმდეგ სადამსჯელო პროცედურებს იწყებს

HungaryToday

ევროპის პარლამენტმა უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის ბრალდებით სადამსჯელო ზომების შემოღების თაობაზე პროცედურების დაწყებას მხარი დაუჭირა.

სტრასბურგში დღეს გამართულ პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტის წევრთაგან მომხრე 448 ხოლო მოწინააღმდეგე 197 იყო.

ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მე-7 პუნქტის გამოყენების პირველი შემთხვევაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ მე-7 პუნქტით გათვალისწინებული რა სასჯელი დააკისრონ უნგრეთს. ყველაზე მკაცრი სასჯელი უნგრეთისათვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

ევროპელი კანონმდებლების თქმით მიუხედავად ევროკავშირის პროტესტისა, 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვიქტორ ორბანის მთავრობა ზეწოლას ახდენს სასამართლოზე, მედიაზე და არასამთავრობო ჯგუფებზე და უარს ამბობს თავშესაფრის მაძიებელთა მიღებაზე.

გუშინ ასამბლეის წინაშე გამოვლისას ორბანმა თქვა, რომ ევროკავშირის მუქარის წინაშე ქედს არ მოიხრის და საკუთარ პოლიტიკას გააგრძელებს.

კომენტარები