საგამოძიებო სამსახური

პასუხისგებაში მისცეს 21 პირი, ვინც ბანკებს ანაზღაურების შესახებ ყალბი ინფორმაცია მიაწოდა

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას სამუშაო ადგილისა და ანაზღაურების შესახებ ყალბ მონაცემებს უთითებდნენ, ხოლო რიგ შემთხვევებში ყალბ სახელფასო ცნობებს წარადგენდნენ" - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრედიტის უკანონო მიღება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები