არჩევნები 2018

ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო ნომრები განსაზღვრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის მიზნით, ცესკოს 46-მა საარჩევნო სუბიექტმა/საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, მათგან 26 საინიციატივო ჯგუფი და 20 პოლიტიკური პარტია.

წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა 34-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. ხოლო დანარჩენ სუბიექტებს რიგითი ნომრები მოთხოვნის საფუძველზე მიენიჭათ.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, უფლება აქვთ მოითხოვონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას. თუ რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, მისი გამოყენების უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა პარტიამ არ ისარგებლა ამ უფლებით, ან უარი განაცხადა რიგითი ნომრის დატოვებაზე, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით ცესკოს სხდომაზე, იმ საარჩევნო სუბიექტებთან/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებთან ერთად, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები. 

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წილისყრაში მონაწილეობის გარეშე, განესაზღვრათ:

№ 1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - მიხეილ ანთაძე;

№ 2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - დავით ბაქრაძე;

№ 4 – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - ვახტანგ გაბუნია;

№ 5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გრიგოლ ვაშაძე;

№ 10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი;

№ 17 - პარტია „საქართველო“ - გიორგი ლილუაშვილი;

№ 18 – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“- აკაკი ასათიანი

№ 27 – „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - ზვიად ბაღდავაძე;

№ 28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - მიხეილ სალუაშვილი

№ 31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - თამარ ცხორაგაული.

წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით 9 პარტიას მიენიჭა შემდეგი რიგითი ნომრები:  

№13 – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” - ზვიად მეხატიშვილი;

№21 – „თავისუფალი საქართველო” - კახა კუკავა;

№22 – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” - ოთარ მეუნარგია;

№23 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირაკლი გორგაძე;

№25 – „თავისუფალი დემოკრატები” - დავით უსუფაშვილი;

№30 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ) - ზვიად იაშვილი;

№35 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - გელა ხუციშვილი;

№36 – „გირჩი” - ზურაბ ჯაფარიძე;

№40 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ლევან ჩხეიძე.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№42 - ბესიკ აფხაიძე;

№43 - გიორგი შენგელაია;

№44 - ზაქარია როჭიკაშვილი;

№45 - იაკობ გრიგორიევი;

№46 - ვაჟა ჩხაიძე;

№47 - ბონდო ბარათაშვილი;

№48 - სალომე ზურაბიშვილი;

№49 - ბესარიონ თედიაშვილი;

№50 - დავით ამაშუკელი;

№51 - გიორგი ანდრიაძე;

№52 - გიორგი გახოკია;

№53 - ივანე ნუგზარაშვილი;

№54 - ელისო დონაძე;

№55 - გია ჩხიკვაძე;

№56 - მაია ნინუა;

№57 - კობა ჯულაყიძე;

№58 - კახაბერ ჭიჭინაძე;

№59 - ნიკოლოზ ლეკიშვილი;

№60 - ნინო ჯიქია;

№61 - ზაურ მეკოკიშვილი;

№62 - ვლადიმერ ნონიკაშვილი;

№63 - თამაზ ბიბილური;

№64 - იოსებ ბიბილეიშვილი;

№65 - თეიმურაზ შაშიაშვილი;

№66 - დენიზა სუმბაძე.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 2018 წელს პრეზიდენტი, გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით აირჩევა. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ვინაიდან პარლამენტი პროპორციული წესით 2024 წელს ირჩევა, სასურველი იყო, პრეზიდენტი ახალი წესით, 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიის მიერ სწორედ ამის შემდეგ არჩეულიყო. 

მმართველი გუნდის ინიციატივით, საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსნისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კომისიის 150 წევრი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებით დაკომპლექტდება, დანარჩენ 150 წევრს კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეადგენენ. 

კომენტარები