აშშ-პაკისტანი

პენტაგონი პაკისტანისათვის $300 მილიონის სამხედრო დახმარების შეჩერებას გეგმავს

Getty Images

პენტაგონის სპიკერის თქმით აშშ პაკისტანს სამხედრო დახმრების სახით 300 მილიონ აშშ დოლარს აღარ მიაწოდებს.

გადაწყვეტილების მიზეზად განმარტავან, რომ პაკისტანი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ შესაფერის ნაბიჯებს არ დგამს.

"ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ პაკისტანს მიზანში ამოიღოს განურჩევლად ყველა ტრერორისტული დაჯგუფება." თქვა პენტაგონის სპიკერმა.

მათი თქმით აშშ-ის სამხედრო ძალები ამ თანხას უფრო გადაუდებელი პრიორიტეტებისაკენ მიმართავენ.

გადაწყვეტილებას მხარი კონგრესმა უნდა დაუჭიროს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უახლოეს დღეებში პაკისტანს ეწვევა და ახალ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ იანვარს ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"აშშ სულელურად აძლევდა პაკისტანს 33 მილიარდ დოლარზე მეტს დახმარების სახით ბოლო 15 წლის მანძილზე. მათ ჩვენთვის სანაცვლოდ ტყუილების და ღალატის მეტი არაფერი გამოუციათ და ჩვენს ლიდერებს სულელებად მიიჩნევდნენ. ისინი იფარებენ იმ ტერორისტებს, ვისზეც ჩვენ ავღანეთში ვნადირობთ მცირე დახმარებით. ეს არ გაგრძელდება!"

იანვარში გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ პაკისტანი "წლების მანძილზე ორმაგ თამაშში" დაადანაშაულა და დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყანას 255 მილიონ დოლარიან დახმარებას შეუჩერებს.

გაეროში პაკისტანის ელჩმა და პაკისტანის მთავრობამ ბრალდებები უარყო.

კომენტარები