საუდის არაბეთი

გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთი კატარის საზღვარზე არხის გათხრას გეგმავს

Google Earth

საუდის არაბეთის ტახტის მეკმკვიდრის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მრჩეველმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის სალვას კუნძულის პროექტის იმპლემენტაციის დეტალებს.

მისი თქმით, ეს ისტორიული პროექტია და რეგიონის გეოგრაფიას შეცვლის.

პროექტის შესახებ ინფორმაცია აპრილში გავრცელდა. პროექტის მიხედვით 60 კილომეტრიანი, 200 მეტრის სიგანის არხი საუდის არაბეთისა და კატარის საზღვარზე უნდა გაითხაროს, რაც კატარს ნახევარკუნძულიდან კუნძულად აქცევს.

არხის პროექტი წინასწარი გათვლებით 750 მილიონი აშშ დოლარი ჯდება და გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მისი ნაწილი რადიოაქტიური ნარჩენების გადასაყრელად გამოიყენონ.

ივნისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთმა 5 კომპანია მიიწვია არხის პროექტის შესაქმნელად და გამარჯვებულს სექტემბერში გამოავლენს.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 5 ივნისს საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ტერორიზმის და ირანის მხარდაჭერის ბრალდებით კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და ქვეყანას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სივრცე დაუკეტეს.

კომენტარები