დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) აშშ-ს სამართლიანად არ ექცევა და ამიტომ შესაძლოა აშშ-მ ორგანიზაცია დატოვოს.

"თუ ისინი ფორმაში არ მოვლენ, მე გამოვიდოდი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან." თქვა მან.

"ჩვენ ვაგებთ პროცესებს, თითქმის ყვლა პროცესს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში." თქვა ტრამპმა.

ტრამპის აზრით 1994 წლის შეთანხმება, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნას დაედო საფუძვლად "ყველაზე ცუდი სავაჭრო გარიგება იყო, რაც კი ოდესმე მომხდარა."

სხვადასხვა ანალიზის მიხედვით აშშ საკუთარი საჩივრების 90%-ს იგებს, ხოლო ამავე რაოდენობას აგებს, როდესაც საჩივარი მათ წინააღმდეგაა შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები დაუწესა ჩინეთს, რასაც ჩინეთის მხრიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აშშ-ის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა მოჰყვა.

კომენტარები