გურამ კაშია

მამა თამაზი: ქართული მარში საშიში ძალაა, სოლიდარობა გურამ კაშიას!

შორიდან დაიწყეს: ჯერ ხანუქას დღესასწაულზე მიუვარდნენ ქართველ ებრაელებს, შემდეგ როკ-კონცერტი ჩაშალეს, შემდეგ სტუმრად ჩამოსულ რომის პაპს ჩაუსაფრდნენ აეროპორტში და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ქალი გამოლანძღეს წარმოუდგენელი უწმაწურობით და ახლა ქართულ ფეხბურთსაც მიადგა ეს მეტასტაზები, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ემუქრებიან. ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია ეს “ქართული მარში” ძალიან საშიშ და დესტრუქციულ ძალად. არ ენდოთ მათ. სოლიდარობა კაპიტანს, სოლიდარობა გურამ კაშიას!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი თამაზ ლომიძე გურამ კაშიას შესახებ

კომენტარები