საპრეზიდენტო არჩევნები

კობახიძე: ოპოზიციას მოგების შანსი არ აქვს, ის გაიმარჯვებს ვისაც ჩვენ მხარს დავუჭერთ

ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს. ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50%. ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. ასევე, არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს. ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებისა და კანდიდატების შესახებ.

კომენტარები