არჩევნები 2018

კობახიძე: ჩვენ ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვართ პასუხისმგებელი

იმედი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს აუცილებლად დაუჭერს, თუმცა, თავად ქართულ ოცნებას კანდიდატი არ ეყოლება. 

კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

ჩვენს მხარს აუცილებლად დავუჭერთ ერთ-ერთი კანდიდატს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება არჩევნებში.

გვარებზე დღეს საუბარი არ არის სწორი. ჩვენ ჯერ გადავხედავთ იმ წრეს კანდიდატებისა, რომელიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და სწორედ 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“- თქვა ირაკლი კობახიძემ.​

კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატი ცესკოში არჩევნებამდე არაუგვიანეს 45 დღისა უნდა დარეგისტრირდეს. 8 სექტემბერი სწორედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირების ბოლო დღეა - არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული. 

ქართულმა ოცნებამ რამდენიმე კვირის წინაც განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს დაუჭერს. 

კომენტარები