ხანძარი

ბერლინის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძარი 400 ჰექტარზე გავრცელდა

Getty Images

გერმანიაში, დედაქალაქ ბერლინთან ახლოს ტყის ხანძარის გამო მოსახლეობას სახლში დარჩენის და ფანჯრებისა და კარების დახურვისაკენ მოუწოდეს.

ტყის ხანძარი 400 ჰექტარზეა გავრცელებული და კვამლი 63 კილომეტრის დაშორებით, დედაქალაქშიც გავრცელდა. მიმდებარე სოფლებიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ნაწილის ლოკალიზება მანამდე მოახერხეს, სანამ ის დასახლებულ პუნქტებს მიაღწევდა.

მეხანძრეებთან ერთად ხანძარს პოლიცია, არმია და ვერტმფრენებიც ებრძვიან, თუმცა ზოგიერთ კერასთან მიახლოება ამ დრომდე შეუძლებელია.

ტყის ნაწილში ფეხით გადაადგილება სახიფათოდ ითვლება, რადგან შესაძლოა იქ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ყუმბარები იყოს. Bild-ის მიხედვით ტყის ხანძარმა რამდენიმე მსგავსი ყუმბარის აფეთქება გამოიწვია.

კომენტარები