ცნობილი ადამიანები

პინკმა ავსტრალიაში კონცერტი შეაჩერა და მგლოვიარე ფანს ჩაეხუტა (ვიდეო)

ამერიკელმა მომღერალმა პინკმა, მსოფლიო ტურნეს Beautiful Trauma-ს ფარგლებში ავსტრალიაში კონცერტი გამართა.

კონცერტის მსვლელობისას, მომღერალმა გოგონა შენიშნა აბრით, რომელზეც ეწერა: "მე მქვია ლეა. ვარ 14 წლის. გასულ თვეში ჩემი ლამაზი დედა გარდაიცვალა... შენი ჩახუტება ახლა ძალიან მჭირდება.. გთხოვ!".

პინკმა კონცერტი შეაჩერა, მსმენელთა რიგებში ჩავიდა და მგლოვიარე გოგონას ჩაეხუტა.

მოგვიანებით, ლეამ მომღერალთან გადაღებული ფოტო instagram-ზე დადო.

So this happened last night!!!!! @pink (don’t mind my face, I was crying ALOT)

A post shared by Leah (@leah.m.m) on

კომენტარები