Forbes 2018 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობების ათეულს აქვეყნებს. 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, საერთო ჯამში, მათ ანგარიშზე $748.5 მილიონია - თანხა გადასახადების გადახდამდეა დათვლილი და მოიცავს როგორც სამსახიობო, ასევე სხვა საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს.
10. კრის ევანსი - $ 34 მილიონი
ის ერთერთია იმ სამი „შურისმაძიებლიდან“, რომელიც ამ სიაში მოხვდა.
9. სალმან ხანი - $38.5 მილიონი
ბოლივუდის ვარსკვლავი, გამომუშავებული თანხით, ინდოეთში ერთერთი მოწინავეა
8. ადამ სენდლერი - $39.5 მილიონი
Netflix-თან მომგებიანი მოლაპარაკების გარდა, მსახიობი შემოსავალს კომედიური წარმოდგენებიდანაც იღებს.
7. აკშაი კუმარი - $40.5 მილიონი
ბოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი დამატებით შემოსავალს სხვადასხვა ბრენდის რეკლამითაც იღებს.
6. უილ სმიტი - $42 მილიონი
$20 მილიონი მას მხოლოდ ფილმმა „Bright” მოუტანა.
5. ჯეკი ჩანი - $45.5 მილიონი
მან 2017 წელს გამოსულ ექვს ფილმში ითამაშა.
4. კრის ჰემსვორთი - $64.5 მილიონი
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წვლილი თორის როლის შესრულებას მიუძღვის.
3. რობერტ დაუნი უმცროსი - $81 მილიონი
მის შემოსავალში არც თუ უმნიშვნელო წილი The Avengers-იდან მიღებულ თანხას უკავია.
2. დუეინ ჯონსონი - $124 მილიონი
ყოფილ მოჭიდავეს ამ თანხის შოვნაში ფილმში „ჯუმანჯი“ ნათამაშები როლი დაეხმარა.
1.ჯორჯ კლუნი - $239 მილიონი
ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ფინანსური მოგების, რასაც მსახიობი მის მიერ დაფუძნებული ტეკილას კომპანიის გაყიდვით მიიღებს. გასულ წელს მას ფილმშიც კი არ უთამაშია.