საქართველო-გერმანია

ანგელა მერკელი საქართველოშია - გერმანიის კანცლერი პრემიერს ხვდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა.

ამ წუთებში ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ხვდება, რის შემდეგაც, მხარეები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში უკვე გაიმართა გერმანიის კანცლერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. 

შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რის შემდეგაც, ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

დღის ბოლოს გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ხვალ კი, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და თსუ-ში სტუდენტებს შეხვდება, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა - EUMM-ის პროგრამის ფარგლებში.

ხვალვე, გერმანიის კანცლერი და პრემიერმინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდებიან, საიდანაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. 

ანგელა მერკელი თბილისში ბოლოს 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა, იგი საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

კომენტარები