კრიმინალი

თბილისში, ბოტანიკურ ბაღში სამართებლით ყელგამოჭრილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Getty Images

ბოტანიკური ბაღში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ყელში ჭრილობა სამართებლით აქვს მიყენებული. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი 35 წლამდე არის და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. 

უწყებაში ტაბულას ასევე უთხრეს, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები