ცნობილი ადამიანები

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი დახურა

„ლოს-ანჯელეს გალაქსის“ შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მისი ტანისამოსის ბრენდი A-Z დახურა.

36 წლის ფეხბურთიელი ტანსაცმელს მამაკაცებისა და ქალებისთვის უშვებდა. A-Z ნორვეგიულ კომპანია Varner Group-თან თანამშრომლობდა ​.

გამოცემა Finansavisen წერს, რომ ერთობლივი კომპანია Varner Ibrahimovic-ის დახურვის მიზეზი ფინანსური დანაკარგია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ზარალმა 21.7 მილიონი ევრო შეადგინა. 

კომენტარები