უკანონო ხე-ტყე

მოქალაქეს ხის მასალა უკანონოდ გადაჰქონდა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სცემა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც უწყების განცხადებაში წერია, ბაღდათში მოქალქეებს ხის მასალა უკანონოდ გადაჰქონდათ და სამინისტროს თანამშრომლების მოწოდებას, რომ მანქანა გაეჩერებინათ არ დაემორჩილნენ, გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშომლები მათ დაედევნენ და იძულებით გააჩერებინეს მანქანა, რის შემდეგაც ერთერთი მოქალქე გადმოვიდა და სამინისტროს თანამშრომლებს სცემა. 

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეები 4 ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთი მოქალაქე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა და ერთ-ერთ მათგანს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა." - წერია განცხადებაში. 

ფაქტზე შსს-ს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ი. ლ. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის გულისხმობს.

კომენტარები