ქურდობა

ედპ-ს ოფისის გაქურდვისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

police.ge

თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისის გაქურდვის ბრალდებით მანგლისში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული 1986 წელსაა დაბადებული, წარსულში ნასამართლევია და ამჯამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა პარტიის რუსტაველის გამზირზე მდებარე ოფისიდან ტექნიკა მოიპარა. ნაქურდალი ნივთები ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდიდან ამოიღეს.

ედპ-ის ოფისი 18 აგვისტოს გამთენიას გაქურდეს.
 

დაკავებულს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები