იტალია

იტალიის ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

Reuters

იტალიის პოლიციის ინფორმაციით ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

ამ დრომდე ნანგრევებიდან 7 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. სულ დაშავებულია 16 ადამიანი.

მაშველები კვლავ ეძებენ ნაგრევებში ჩარჩენილებს. ხიდის დარჩენილი ნაწილის ჩანგრევის საშიშროების გამო მიმდებარე ტერიტორიიდან 630-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გენუაში 12 თვიანია საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდი 14 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შემდეგ ჩაინგრა. ათობით ავტომანქანა 45 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი საინჟინრო კონსტრუქციის არამდგრადობა გახდა.

იტალიის მთავრობის წარმომადგენლები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხიდის ოპერატორ კერძო კომპანიას "Autostrade per l’Italia"-ს აკისრებენ და აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხიდების და გვირაბების შემოწმება და რესტავრაცია დაიწყება.

კომენტარები