შინაური ცხოველები

რატომ ვესაუბრებით ცხოველებს?

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ შინაური ცხოველების პატრონები ხშირად ესაუბრებიან მათ.

რატომ ვესაუბრებით ცხოველებს, თუ მათ ჩვენი არ ესმით? კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქოლოგიასა და ანტროზოოლოგიაში ჰალ ჰერცოგი, ამ მოვლენას ბუნებრივად მიიჩნევს.

"პირველ რიგში, საკუთარ ცხოველებთან საუბარი საკმაოდ ბუნებრივი მოვლენაა. ადამიანებს უყვართ საკუთარი ფიქრებისა და განცდების აღწერა სხვა ნებისმიერი არსებებისთვის", - ამბობს ჰალ ჰერცოგი.

ადამიანების სურვილი, ესაუბრონ ცხოველებს, რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული:

1. შესაძლოა ადამიანი თავს მარტოსულად გრძნობს, არ არის გარშემორტყმული ისეთი ადამიანებით, რომლებსაც საკუთარ აზრებს გაუზიარებს. ამიტომ, ის საკუთარ ცხოველებს ესაუბრება.

2. ადამიანების ნაწილს სჯერა, რომ ცხოველებს ჩვენი საუბარი ესმით, უბრალოდ პასუხს ვერ გვიბრუნებენ. შესაძლოა, ესეც იყოს მიზეზი, თუ რატომ ველაპარაკებით მათ.

3. ზოგ შემთხვევაში ცხოველებთან საუბარი განპირობებულია იმით, რომ ადამიანებმა დაზუსტებით არ იციან, შეუძლიათ თუ არა მათ ფიქრი. ამიტომ, პატრონები ხშირად წარმოიდგენენ, რომ მათ ცხოველებს ინტელექტი აქვთ და აქედან გამომდინარე, მათ ესაუბრებიან კიდეც.

"თავისებურ პასუხს ცხოველებიც გვიბრუნებენ. ძაღლმა შესაძლოა პასუხად თავი გაგიქნიოს, როდესაც ჩემს კატას ვეკითხები, უნდა თუ არა გარეთ გასვლა, ის მოდის და კნავილს იწყებს. ცხადია, ისინი ისევე ვერ აღიქვამენ სიტყვებს, როგორც ჩვენ, მაგრამ შეუძლიათ, იგრძნონ რისი თქმა გვსურს", - ამბობს ჰალ ჰერცოგი.

კომენტარები