სლოვაკეთი

სლოვაკეთში დააპატიმრეს ქალი, რომელიც 16 წელი მეზობლებს ვერდის ოპერას ასმენინებდა

bbc

სლოვაკეთში მცხოვრები ქალი, რომელიც 16 წლის განმავლობაში მეზობლებს ჯუზეპე ვერდის ოპერას ასმენინებდა, დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ცნობით, ქალი ვერდის ოპერას "ტრავიატას" ყოვ​ელდღე, დილის 6 საათიდან ღამის 10 საათამდე უსმენდა, რის გამოც მის სახლს საოპერო თეატრი შეარქვეს. 

ქალის თქმით, მის მეზობლებს ძაღლი ჰყავდათ, რომელიც ხმამაღლა ყეფდა. ქალმა ოპერის სახით გადაწყვიტა მეზობლებისთვის სამაგიერო გადაეხადა. თუმცა, ძაღლის სიკვდილის შემდეგაც ოპერის მოყვარულს ტრადიცია არ დაურღვევია. 

2015 წელს ქალაქის მერმა ქალს მუსიკის მუდმივად მოსმენა აუკრძალა. მომდევნო 2 წელი და 3 თვე მას ოპერა ხმამაღლა აღარ მოუსმენია, თუმცა 2017 წლის სექტემბერში მან კვლავ დაიწყო მუსიკის ხმამაღლა მოსმენა. 

2018 წელს უზენაესმა სასამართლომ მისთვის მუსიკის მოსმენის აკრძალვას მხარი დაუჭირა და ახლა ქალს 1,5-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები