MeToo კამპანია

ლინდსი ლოჰანმა #metoo კამპანიის გაკრიტიკების გამო ბოდიში მოიხადა

thehollywoodunlocked.com

რამდენიმე დღის წინ ამრიკელმა მსახიობმა ლინსი ლოჰამა #metoo კამპანია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, როდესაც ქალები სექსუალური შევიწროების ამბებს ყვებიან, სუსტები ჩანან.

"მე შემძულდება ჩემი თავი ამის თქმის გამო, მაგრამ როდესაც ქალები ამ ყველაფერზე [#Metoo კამპანია] საუბრობენ, ეს მათ სუსტებად აჩენს, ამ დროს კი ისინი ძლიერი ქალები არიან", - თქვა ლინდსი ლოჰანმა.

მსახიობის თქმით, ის არასდროს გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

ლინდსი ლოჰანმა ამ განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა - "ბოდიშს ვუხდი ყველას, თუ ვინმეს გული ვატკინე ჩემი ბოლო ინტერვიუთი". ამის შესახებ BBC წერს.

კამპანია #MeToo მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე ქალი სექსუალურ შევიწროებაში, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ქალები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ყვებოდნენ საკუთარ გამოცდილებებს სექსუალური შევიწროების შესახებ და ჰაშთაგით MeToo-ს წერდნენ.

კომენტარები