ჰოლივუდი

ანჯელინა ჯოლის თქმით, ბრედ პიტი შვილებს ფინანსურად არ ეხმარება

Jason Laveris / Filmmagic

ანჯელინა ჯოლის თქმით, მისი ყოფილი მეუღლე, ბრედ პიტი, შვილებს ფინანსურარ არ ეხმარება. ამის შესახებ მსოფლიო მედია იუწყება.

ჰოლივუდის ცნობილი წყვილი ერთმანეთს ორი წლის წინ დაშორდა. როგორც ცნობილია, მათ შორის არ ყოფილა ოფიციალური შეთანხმება ალიმენტის შესახებ.

"ჩვენ სიტყვიერად შევთანხმდით, რომ შვილების აღზრდაში მონაწილეობას, მათ შორის ფინანსურ უზრუნველყოფას, ბრედიც მიიღებდა" - ამბობს ანჯელინა ჯოლი.

მსახიობის თქმით, მათი დაშორების შემდგომ, ბრედ პიტს რაიმე მნიშვნელოვანი დახმარება არ აღმოუჩენია მათი 6 შვილისთვის. ამის გამო, ანჯელინამ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა ალიმენტის დაკისრება, ასევე იმ თანხის გადახდაც, რაც ბრედ პიტს სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ უნდა გაეღო.

კომენტარები