აგვისტოს ომი

ლინკევიჩუსი: ლიტვა თქვენს გვერდით დგას საქართველო

flickr.com

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საკუთარ Twitter-ზე საქართველოს მხარდამჭერი მიმართვა გამოაქვეყნა. ლინკევიჩუსი 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საქართველო, რომელსაც ზურგს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება უმაგრებს, ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს:

"10 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ საქართველოს და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. შეუძლებელია ომის ჭრილობების განკურნება. ძალიან ძნელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს მოხდება, რადგან საქართველოს ზურგს უმაგრებს და მხარს უჭერს დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება. ლიტველები მხარს უჭერენ საქართველოს,"- ამბობს ლინკევიჩუსი.

კომენტარები