აქცია გორში

შსს, დაიწყე ბოდიშით - ხვალ გორში აქცია გაიმართება

პროტესტი პროტესტის დასაცავად - ხვალ გორში აქცია გაიმართება. ის გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად ჩატარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო  რადიო მოზაიკის დირექტორს, გვანცა დოლუაშვილს ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

საქმე თბილისში, ივნისის დასაწყიში, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციების პარალელურად გორში ჩატარებულ აქციებს და ქუჩებში გაკეთებულ სტენსილებს ეხება, უფრო კონკრეტულად, წარწერას "მკვლელი ქუჩაშია". 

გვანცა დოლუაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის წარმოება მხოლოდ 3 პოლიციელის ჩვენებებს ეყრდნობა . დოლუაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება მტკიცებულებით გამყარებული არ არის. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დასაჯოს პროტესტი, რომელიც მოსწავლის მკვლელების დაუსჯელობის გამო, საზოგადოებაში არსებობს. მან გადაწყვიტა, სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის დასჯით, გვაჩვენოს, საკუთარი ძალა და გავლენა. 

ვისთვისაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა, დააშინოს და შეავიწროოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ერთგული ადამიანები, ხვალ ვიკრიბებით გორის რაიონულ სასამართლოსთან. 

ჩვენი მიზანია, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ყოველთვის დავიცავთ დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანების უფლებას, უსაფრთხოებას და ინტერესებს", - ნათქვამია აქციის აღწერაში. 

კომენტარები