ე.წ ციანიდის საქმე

მეუფე იაკობი: თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავს, ისინიც გაეხვევიან შარში

ჩვენ შემოდგომაზე შევიკრიბებით. ერთ-ერთი საკითხი იქნება გიორგი მამალაძის თემა. ეკლესიას მისი უდანაშაულობის რომ გვჯეროდეს, ჩვენ აქამდე გამოვიყვანდით მას. მოგახსენებთ იმასაც, რომ პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა... ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, გიორგი მამალაძესთან არ შევალთ... ადამიანი როდესაც მატყუარაა, ყოველთვის მატყუარად დარჩება. ამაზე ყოველთვის ჭორიკნები საუბრობდნენ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თუ არ მოისვენებენ, ვინც მას იცავს, ისინიც გაეხვევიან შარში

ინტერპრესნიუსის ცნობით, მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, "თავიდან ბოლომდე არის ჩახედული მეუფე იაკობი ამ საქმეში და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ეს ცილისწამება და მისი როლი ამ საქმეში მის სინდისზე იყოს".

კომენტარები