უბედური შემთხვევა

ფოთში ორი ადამიანი დაიხრჩო

on.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფოთი - მალთაყვის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო.

51 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალბატონი ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა ძლიერი შტორმის გამო ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში შესვლა [მათ შორის წყლის ტრანსპორტით] აკრძალულია.

საშტორმო გაფრთხილება მოქმედებს 31 ივლისის 10:00 საათამდე.

კომენტარები