უბედური შემთხვევა

"ვიბრძვით სიცოცხლის გადარჩენისთვის" - კლდიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თუშეთში კლდიდან გადავარდნილი 11 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. იაშვილის კლინიკის ანესთეზია - რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გია ბიბილაშვილის თქმით, "მიმდინარეობს სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა". ექიმის ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინისა და სახის ძვლების დაზიანებები აქვს. მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი.

"რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა ამ მომენტისთვის არ განიხილება. პაციენტი კვლავ რჩება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე (ხელოვნურ სუნთქვაზე). ვაგრძელებთ გეგმური საძილე და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიცემას,"- თქვა ექიმმა.

თუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გუშინ გადავარდა. პოლიციელებმა ბავშვი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს.

კომენტარები