ჩინეთი

ჩინეთის დედაქალაქში, აშშ-ის საელჩოსთან მამაკაცმა ხელნაკეთი მოწყობილობა ააფეთქა

Reuters

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მამაკაცმა აშშ-ის საელჩოსთან მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა.

პოლიციის მიხედვით, თავად თავდამსხმელის გარდა არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს გამოძიება თავდასხმის მოტივის დასადგენად.

პეკინში აშშ-ის საელჩო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ქალი დააკავა, რომელიც თავის დაწვას აპირებდა. უცნობია არსებობს თუ არა კავშირი ორ ინციდენტს შორის.

კომენტარები