კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ორი კვირის წინ მესტიაში ახალგაზრდა მოკლა (video)

სამარათალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ძებნაში მყოფი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი დ.ნ. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ მიმალვაში მყოფი დ.ნ. 25 ივლისს, თბილისში დააკავა" - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები