ქურდობა

გლდანში ბეკოს მაღაზია მესამედ გაქურდეს

თბილისში, გლდანში მდებარე ბეკოს მაღაზია კიდევ ერთხელ გაქურდეს. დამნაშავეებმა მობილური ტელეფონები მოიპარეს და გაიპარნენ. მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ზარალი დაახლოებით 13 ათასი ლარია.

შსს-ს ცნობით, დანაშაული სამმა პირმა 22 ივლისს გამთენიისას ჩაიდინა.

ბოლო ორ თვეში ეს ამ მაღაზიის გაქურდვის მესამე შემთხვევაა. შსს ამბობს, რომ წინა ორ შემთხვევაში დამნაშავეების ვინაობა დადგენილია, ისინი არასრულწლოვნები არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები „მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით”. ხსენებული ორი შემთხვევისას ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღბული და დალუქულია.

22 ივლისის დანაშაულზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს და სასჯელად 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები