კინო

9 მსახიობი, რომელმაც წარმატებულ ფილმში თამაშზე უარი თქვა

ამ ცნობილმა მსახიობებმა თავის დროზე უარი თქვეს ისეთი როლების შესრულებაზე, რომელთაც სხვა მსახიობებს დიდი წარმატება მოუტანეს:


1. ჯონ ლითგოუ - ბეთმენი

ამერიკელ მსახიობს შანსი ჰქონდა, ტიმ ბარტონის 1989 წლის ფილმში ბეტმენი ჯოკერის როლი ეთამაშა.

„მე ვცადე, დამერწმუნებინა ბარტონი, რომ როლისთვის შესაფერისი არ ვიყავი და ეს გამომივიდა“ - იხსენებდა ლითგოუ მოგვიანებით.

სუპერვილანის როლი, როგორც იცით, ჯეკ ნიკოლსონს ერგო.

 

2. ემა უოტსონი - ლა ლა ლენდი

ემა უოტსონს, შესაძლოა, ოსკარი აეღო ლა ლა ლენდისთვის, მაგრამ ეს ჯილდო სხვა ემას ერგო. ფილმში როლი საბოლოოდ ემა სტოუნმა მიიღო.

 

3. შონ კონერი - ბეჭდების მბრძანებელი

შონ კონერს, შესაძლოა, გენდალფის როლი შეესრულებინა. მოგვიანებით მან თქვა: „არასდროს მესმოდა. წიგნი წავიკითხე, სცენარი წავიკითხე, ფილმი ვნახე. ახლაც არ მესმის“.

 

4. კრისტინა ეპლგეიტი - ქერათმიანი ადვოკატი

რთული წარმოსადგენია, რომ ელი ვუდსის როლზე რიზ უიზერსპუნი პირველი არჩევანი არ იყო. თუმცა, თავიდან როლს კრისტინა ეპლგეიტს სთავაზობდნენ. მსახიობმა თქვა, რომ „საკუთარი თავის გამეორების შეეშინდა“, რადგან მსგავსი როლი უკვე შესრულებული ჰქონდა.

 

5. ჯონ ტრავოლტა - ფორესტ გამპი

ტრავოლტამ უარი თქვა რობერტ ზემეკისის ფილმში მონაწილეობაზე. როლი ტომ ჰენკსმა ითამაშა და ოსკარიც მიიღო. ტრავოლტა კი, სამაგიეროდ, Pulp Fiction-ში აღმოჩნდა.

 

6. უორენ ბიტი - მოკალი ბილი

კვენტინ ტარანტინოს უორენ ბიტი ბილის როლისთვის სურდა, თუმცა მან ამისთვის საჭირო დრო ვერ გამონახა.

 

7. უილ სმიტი - მატრიცა

ის ერთერთი იყო, ვინც ნეოს როლზე განიხილებოდა, თუმცა უარი თქვა.

 

8. ჯულია რობერტსი - შეყვარებული შექსპირი

ჯულია რობერტს სურდა, რომ ფილმში შექსპირის როლი დენიელ დეი-ლუისს შეესრულებინა. როდესაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა, რობერტსმაც იგივე გააკეთა. ამ როლისთვის გვინეტ პელტროუმ ოსკარი მიიღო.

 

9. ნიკოლას კეიჯი - მოჭიდავე

დარენ არონოფსკის როლისთვის თავიდანვე მიკი რუკი სურდა, თუმცა კომერციული მოსაზრებებით შეთავაზება ნიკოლას კეიჯს გაუკეთა. მან უარი თქვა, ფილმში მიკი რუკმა ითამაშა და მნიშვნელოვანი ნომინაციებიც მიიღო.

 

*მასალა მომზადებულია BBC-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.

კომენტარები