საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ბოკერია: წინსვლას სჭირდება ივანიშვილის მარცხი და ევროპული საქართველოს გამარჯვება

არ მოვიდა დრო, რომ გავიმარჯვოთ ქვეყნის შიგნით, არა მხოლოდ ეუთოში, არამედ საქართველოში? არ მოვიდა დრო, რომ საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც მისი ქვეყნის ინტერესების დამცველია და, რომლისაც არ შეგვრცხვება? ოცნების ექვსწლიანი დამანგრეველი მმართველობის შემდეგ, არ მოვიდა დრო, რომ გვყავდეს ღირსეული ლიდერი ქვეყნის სათავეში? საქართველოს წინსვლას სჭირდება ივანიშვილის გუნდის მარცხი და ევროპული საქართველოს გამარჯვება

განაცხადა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ქუთაისში, საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძის წარდგენისას

კომენტარები