საპრეზიდენტო არჩევნები 2018

კალაძე: პრეზიდენტს თავის თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს

ცოტა გასაოცარი იყო მისი განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მე მგონია, რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ზოგადად, მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს არსებულ მდგომარეობას და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. არჩევნები ყოველთვის გვაჩვენებს რეალურ სურათს, შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიას მოსახლეობა მიუჩენს თავის ადგილს.... მადლობა გიორგის, რომ ზრუნავს პარტია ქართულ ოცნებაზე. ძალიან სასიამოვნოა ის დამოკიდებულება, რომელიც მას გააჩნია. არ ამბობს ჯერ თავის კანდიდატურას, რომ ქართულმა ოცნებამ სერიოზული კანდიდატი წარმოადგინოს. ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს

ინტერპრესნიუსის ცნობით განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, პრეზიდენტის პასუხად

კომენტარები