არჩევნები 2018

დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, ევროპული საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს

დღეს, 21 ივლისს, ევროპული საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს. ოფიციალური წარდგენა ქუთაისის სპორტის სასახლეში, 18:00-ზე დაიწყება.

პარტიის წევრის ოთო კახიძის თქმით, ევროპულ საქართველოს ეყოლება ძალიან ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი.

საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის, საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ. მათი სახელით პრეზიდენტობისთვის ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

უცნობია ქართული ოცნების კანდიდატის ვინაობა. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ისინი კანდიდატს კანონით დადგენილ ვადაში დაასახელებენ.

კომენტარები