ქართული ოცნება

მდინარაძე: ჭიჭინაძეს დღეს მხოლოდ ნაციონალი ნიკა მელია და რომან გოცირიძე იცავენ

რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდით პასუხი არ გაგვეცა ბატონი დავითისთვის, თუმცა მან აქედან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა. ზოგადად, გუნდი იმისათვის არსებობს, რომ იქ სხვადასხვა საკითხები შეჯერდეს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ყოველგვარი შეჯერების გარეშე მიაწოდონ საზოგადოებას განსხვავებული პოზიციები, ეს ავტომატურად ქაოსს ნიშნავს და როდესაც ამას პოპულიზმი და თანაგუნდელების მიმართ შეურაცხყოფაც ემატება, ეს დესტაბილიზაციის განცდას და შანსს კიდევ უფრო ზრდის, რაც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ტიპის ოპოზიციის ინტერესებში ჯდება და პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სწორედ ამიტომ არის, რომ დავით ჭიჭინაძეს დღეს მხოლოდ ნაციონალი ნიკა მელია და რომან გოცირიძე იცავენ

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვაზე.

კომენტარები