ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო, ამ ფრაზის გამო, ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ მომიტევონ ეს ციტატა, ემოციური იყო. მე მაქსიმალურად მინდა, ამ ვითარებაში ვითამაშო შუამავლის როლი. თავის დროზე დათო ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ მე არ უნდა წავიდე ქართული ოცნებიდან და ჩვენი გუნდურობა და ერთად ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეც ვაპირებ, იგივე გავაკეთო და ვესაუბრო დავითს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს პოლიტსაბჭოს მიერ. მინდა, ამაში ყველა ჩემი თანაგუნდელი ჩაერთოს და თუ ვინმეს რაიმე წყენა აქვს ბატონ დავითთან მიმართებით, ამაზეც გუნდის შიგნით ვისაუბროთ ერთმანეთთან
ქართული ოცნება
ფოფხაძე: ბოდიშს ვიხდი, რომ "ოცნება" კომპარტიას შევადარე, მინდა, შუამავლის როლი ვითამაშო
tbl.ge/318s
დაკოპირდა

უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნების კომპარტიასთან შედარებისთვის ბოდიშს იხდის. მან გუშინ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას "პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება" უწოდა და თქვა, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია, პარტიას "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვას.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




