სამთავრობო ცვლილებები

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერმინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა.

განათლების საკითხებში ბახტაძის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.

ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი ბრძანებები პრემიერმა დღეს გამოსცა.

კომენტარები