მსოფლიო ჩემპიონატი 2018

საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ქართველი კომენტატორის პროტესტი ოკუპანტს

„საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.“- აი ამ წარწერიანი მაისურით წაიყვანს პირველი არხის კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს მოსკოვის "ლუჟნიკის" სტადიონიდან.

გიორგი ზურაბიშვილმა ამის შესახებ facebook-ის გვერდზე დაწერა.

„მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში იმართება. ფინალიც მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო არ არის, მაგრამ რას ვიზამთ. ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავპრინტე მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემს სამოქალაქო პოზიციას“,- წერს ზურაბიშვილი.

ქართველი კომენტატორის მაისურზე საფეხბურთო მოედანია ასახული, რომელზეც ცენტრი დარღვეულია, ხოლო ხაზის ნაცვლად მავთულხლართებია. დიზაინი ანა ბოჭოიძეს ეკუთვნის, იდეის ავტორი კი მურთაზ ფურცხვანიძეა.

ფინალურ შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს საფრანგეთი და ხორვატია დაუპირისპირდება. 

კომენტარები