ტყის ხანძარი

ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურთულესი რელიეფის გამო ტყის მასივთან ცოცხალი ძალაა მობილიზებული

მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან მეხანძრეები თბილისიდან, შიდა ქართლიდან და იმერეთის რეგიონებიდან

დილიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც განაახლა მუშაობა. 

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 2.5 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი.

კომენტარები