ადვოკატი: მიმდინარეობს დევდარიანის და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ჩემი დაცინვაც

სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ დევდარიანს პრაქტიკულად მეორე ფეისბუქ სასამართლო მოუწყვეს. მათ შორის აქტიურობდა რამდენიმე მოპასუხე, მე არ მინდა ახლა მაგათი გვარების დასახელება. მოვუწოდებთ ამ მხარეს, შეწყვიტონ ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ასევე გრძელდება და არის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. მიმდინარეობს ქილიკი კონკრეტულ გამონათქვამებთან დაკავშირებით და დაცინვა ზვიად დევდარიანის. ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის, მათ შორის ჩემი, უფლებადამცველის და ადვოკატის: თუ ეხლა მაგათ ჰქონიათ, რომ გავუტარებ სამართლებრივად, ძალიან შემცდარან. ვაფრთხილებ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული უფლებადამცველების და ადვოკატების მიმართ მთელი რიგი შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისგან და შეწყვიტონ ეს ფეისბუქ სასამართლო. აქვე განვმარტავ: ის ციტირება შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, რომ სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი, არ არის რაღაც და არ მინდა ასეთი უწმაწური სიტყვების... ეს არის სასამართლოს დავალებით გაკეთებული. ანუ სასამართლომ კონკრეტულად გვთხოვა, რომ ეს ციტატები, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, რომ არის შეურაცხმყოფელი, დამიწერე. ამიტომ არ მიიღო პირველი სარჩელი წარმოებაში, მე სხვანაირად მქონდა შეტანილი. თუ ვინმეს ჰქონია რომ ზვიად დევდარიანმა ამიტომ შეიტანა ეს სარჩელი, რომ "ის არ არის ეს" ეთქვათ, ძალიან შემცდარან. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, არის დაგეგმილი თავიდან ბოლომდე, როცა ის საზმაუს ბორდის წევრად იქნა წარდგენილი.

ზვიად დევდარიანის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია სასამართლოს მიერ პატივისა და ღირსების შელახვის შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ საქმის მასალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ფეისბუქზე აქტიური გამოხმაურება მოჰყვა ზვიად დევდარიანის მიერ სხვადასხვა განცხადების გავრცელების მოთხოვნას. მათ შორისაა შემდეგი წინადადებები: "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი", "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი პრესას ემალება თხუნელასავით", "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არი ჩლუნგი და გარყვნილი კაცი", სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა" და ა.შ.

კომენტარები