სამაშველო ოპერაცია ტაილანდში

ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის სამაშველო ოპერაცია 12 საათში განახლდება

twitter

ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის სამაშველო ოპერაცია 12 საათში განახლდება. ამ დროისთვის, ტაილანდის სამხედრო ფლოტის ცნობით, მღვიმიდან 4 ბავშვია გამოყვანილი. ოპერაციის შეჩერების მიზეზი ჟანგბადის მარაგის ამოწურვა გახდა. 

მღვიმეების კომპლექსის შესასვლელიდან იმ გამოქვაბულამდე მიღწევისათვის, სადაც ბიჭები იმყოფებიან, გამოცდილ მყვინთავებს 3 საათი სჭირდებათ. გადაადგილებას წყალქვეშ დაბალი ხილვადობაც ართულებს.

სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობს.

მაშველებს და ბიჭებს სახეზე სპეციალური ნიღბები უკეთიათ, ასევე თან აქვთ ჟანგბადის ბოთლები. თითოეულ ბიჭს ორი მაშველი აცილებს. 

სწორედ ამიტომ, მაშველებს ოპერაციის ხელახლა ჩასატარებისთვის, მოსამზადებლად აახლოებით 10 საათი სჭირდებათ. 

სამაშველო ოპერაციაში ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 და 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობს.

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში ორი კვირის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ, 6 დღის წინ იპოვეს. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

ტამ ლუან ნანგ ნონის გამოქვაბულები ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათ ნაწილი მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იტბორება.

კომენტარები