ჩვენ დეტალურად და ყურადღებით გავივლით ყველა იმ საკვანძო ფიგურას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს და შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობაზე, რომელიც თავს გაართმევს ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონშია. პერსონალიებზე ვისაუბრებთ ოფიციალური წარდგენის შემდეგ. მინდა გამოვხატო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში მე მზად ვარ წარვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ასევე ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში.
tbl.ge/30k1
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ამავე თემაზე
- გახარია საქართველოსთვის: ყაველაშვილის მიერ პატარაძის წარდგენა არღვევს კონსტიტუციას
- "აჭარელი გახლავთ" - ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა
- "ვრჩები ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად" – თორნიკე რიჟვაძე გადადგა
- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პოსტი დატოვა
- აჭარის მთავრობამ 2 წლით ადრე გაკეთებული გზის თავიდან გაკეთებაზე 2 მილიონი დახარჯა




