აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე, თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე საათიანი კონსულტაციები დაასრულა და მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა. ამ კანდიდატს მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობაც.

"ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ხუთი კანდიდატურა განიხილა და მათგან უპირატესობა თორნიკე რიჟვაძეს მიანიჭა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ ისაუბრა. 

რიჟვაძე ამჟამად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელად მუშაობს.

ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

პატარაძემ ბრიფინგზე, მისი მმართველობის 2 წლიანი პერიოდი შეაჯამა და ქართუ ფონდს და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც არჩილ ხაბაძე გადადგა. ის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად განიხილება.

კომენტარები