საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: თერჯოლის მერის წარმომადგენელმა ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იმერეთის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თერჯოლის მერის წარმომადგენელმა ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით." - წერია განცხადებაში. 

კომენტარები