WizzAir

თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდში უნდა გაფრენილიყო, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

WizzAir

თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდში უნდა გაფრენილიყო, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. მგზავრების ინფორმაციით, "დაშვება იყო ძალიან ხისტი".

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.

"ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე. ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას" - აცხადებს აეროპორტის ადმინისტრაცია.

კომენტარები