ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა. კომპანიოაში აცხადებენ, რომ ისინი რეგულარულად აკვირდებიან რეისებზე მოთხოვნას და გადაწყვეტილება ამ მიზეზით მიიღეს.
"კოპენჰაგენის მიმართულებით მოთხოვნა არ იყო საკმარისად მაღალი, რის გამოც გადავწყვიტეთ რეისების შეჩერება. მიუხედავად ამისა, საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და ჩვენ ვაგრძელებთ აქ ინვესტირებას. 2025 წელს უფრო მეტი ფრენა, მეტი მიმართულება და მეტი შესაძლებლობა გველოდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ საერთაშორისო კავშირები,” – აცხადებენ Wizz Air-ში და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ბაზარზე 2025 წელს თითქმის 400 000 ადგილის დამატებას აპირებენ, რაც 2024 წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ით მეტია.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Wizzair ფრენებს იწყებს ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით.





