სამთავრობო ცვლილებები

რა ერქმევათ გაერთიანებულ სამინისტროებს

საქართველოს მთავრობა

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება, მასზე მუშაობა კი ორშაბათიდან დაიწყება.

  • სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროსთან და მისი სახელწოდება - იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი.
  • დევნილთა სამინისტრო ერთიანდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში და სახელწოდება იქნება - ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.
  • განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო და მისი სახელწოდება იქნება - განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო.

"სახელწოდებებთან დაკავშირებით განხილვები იქნება პარლამენტში და არ არის გამორიცხული, ახალი სახელწოდება ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

დაგეგმილი ცვლილებებით, ეკონომიკის სამინისტროს გამოეყოფა ინფრასტრუქტურული პროექტები და მათაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ასევე, უქმდება სახელმწიფო რელიგიის სააგენტო და მისი უფლებამოსილება სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში შევა.

ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება.

კომენტარები