თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მოკლული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია და ამჟამად ფერმერული მეურნეობით იყო დაკავებული. დანაშაულში ბრალდებული სწორედ მის მეურნეობაში მუშაობდა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული გამთენიისას დააკავეს. გამოიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





